კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპი გააცნო
კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპი გააცნო. დედაქალაქის მერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა დაასახელა, მათ შორის არის პრობლემური კვანძები და ტრანსპორტის მოცდის დრო. მოეწყობა 10 დერეფანი, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილდება.
