საფრანგეთის ნაკრების შემდეგ, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალის საგზური ბრაზილიისა და პორტუგალიის გუნდებმაც მოიპოვეს
საფრანგეთის ნაკრების შემდეგ, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალის საგზური ბრაზილიისა და პორტუგალიის გუნდებმაც მოიპოვეს. ბრაზილიამ შვეიცარია, კაზემიროს გოლით 1-0 დაამარცხა და ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულა დააგროვა. რაც შეეხება პორტუგალიელებს, მათ ურუგვაის ნაკრებს 2-0 მოუგეს. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ბრუნო ფერნანდეში დასახელდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტური დღეს ოთხი თამაშით დაიწყება.
