ფილოსფოსი ზაზა შათირიშვილი განცხადებას ავრცელებს
ფილოსფოსი ზაზა შათირიშვილი განცხადებას ავრცელებს. შათირიშვილი წერს რომ პოლიტიკაში ორ ინსტრუმენტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა - ფულს და პროპაგანდას. მისი თქმით, ნებისმიერი, ვინც ძალაუფლების უხეში მეთოდებით მითვისებას ან შენარჩუნებას ესწრაფვის, პირველ რიგში, სწორედ ადამიანების აზროვნებაზე და ბიზნესზე ძალადობს. ასევე შათირიშვილი ამბობს რომ თუკი ვინმე ცდილობს, დავით კეზერაშვილს საკუთარი შავი ფულის პოლიტიკაში ინვესტირებაში დაეხმაროს, მას საქართველოს მიმართ მტრული ზრახვები ამოძრავებს.
