მიმდინარე კვირაში სახალხო დამცველის კანდიდატებზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება
მიმდინარე კვირაში სახალხო დამცველის კანდიდატებზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. შემცირდა იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებზეც ოპონენტებმა შესაძლოა შეთანხმება მიაღწიონ. 19-დან მსჯელობა რვა კანდიდატზე გაგრძელდება. კენჭისყრები კი სავარაუდოდ მომავალ სასესიო კვირას დაიგეგმება.
