ჩინეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება
დემონსტრანტები, კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, სი ძინ პინის გადადგომასაც ითხოვენ. ხელისუფლება დემონსტრაციების ჩახშობას აქტივისტების მასობრივი დაკავებით ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. პარალელურად, ჩინელი აქტივისტების სოლიდარობის ნიშნად, საპროტესტო აქციები საერთაშორისო მასშტაბით, რამდენიმე დიდ ქალაქშიც გაიმართა.
