პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა და მუხტარ ბაბაიევმა სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პრემიერის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკის კუთხით თანამშრომლობას.
