ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. რადიკალური ოპოზიციიდან განხილვას არავინ დასწრებია. ოპოზიცია კანონპროექტის იმ ნაწილს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერი ნიშნავს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ პროცესი ინკლუზიური და გამჭვირვალე იქნება.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
