სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა
"მიუხედავად იმისა, რომ ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ბიზნესი სამუშაო ძალის ნაკლებობას უჩივის - მთავრობა მზად არის პრობლემის მოგვარებაზე ბიზნესთან ერთად იმუშაოს" - განცხადებას, ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ მთავრობამ დაიწყო ახალი ინიციატივის განხორციელება და ეს სოციალურად დაუცველების დასაქმებას შეეხებოდა. პროექტის შედეგად დაახლოებით 30 ათასამდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა, თუმცა რესურსი ქვეყანაში გაცილებით მეტია.
