2023 წლის ბიუჯეტი
პარლამენტს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი 30 ნოემბერს წარედგინება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მასში დაზუსტებული იქნება ეკონომიკური ზრდა, რომელიც ნაცვლად 8 ნახევარი პროცენტისა, 10%-იან ზრდას ითვალისწინებს. ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, სოციალური გასაცემლების ნაწილში ბიუჯეტს დაემატება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდა, რაც 2023 წლის პირველი ივლისიდან, 50-ის ნაცვლად, 200 ლარს შეადგენს და აღნიშნული ხარჯი, ჯამში 65 მილიონი ლარი იქნება.
