თურქული მედიკამენტები - პრემიერის განცხადება
პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე ჯანდაცვის მინისტრი აქტიურად მუშაობს. ღარიბაშვილის თქმით, მისი ინიციატივით გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ქვეყანაში ხარისხიანი, „ჯიემპის“ სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყო. წარმატებული რეფორმის შედეგად კი, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მოსახლეობა წელიწადში, 200 მილიონს ლარს დაზოგავს.
