სამეცნიერო კონფერენცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწის ეთნოლოგის პუბლიცისტისა და ფოლკლორისტის დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. თემატიკა მოიცავდა სვანეთის ისტორიის, ლინგვისტიკისა და ეთნოგრაფიის საკითხებს. ბესარიონ ნიჟარაძე სასულიერო მოღვაწეობის გარდა, იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში სტატიებს თავისუფალი სვანის, ბესარიონ სვანისა და სვანის ფსევდონიმებით აქვეყნებდა.
