სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 965 ბავშვი გახდა. ილია მეორის ნათლული ჯამში 45 000 ბავშვია. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივიდა და ნათლულები დალოცა.
