ზურაბ შევარდნაძემ ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ხელოვნების სასახლეს და აჭარის მუზეუმების გაერთიანებას ღორჯომის ხეობის ნაჭრელები საჩუქრად გადასცა
საზეიმო ღონისძიება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, სადაც ასევე ნამუშევრები გამოიფინა. მაღალი ეთნოგრაფიული ღირებულებით შექმნილ აჭარულ ნაჭრელებს, ზურა შევარდნაძე აჭარაში, ღორჯომის ხეობაში 15 წლის განმავლობაში აგროვებდა.
