დავითგარეჯის საქმეზე ბრალდების მოწმეების დაკითხვა გრძელდება
გარეჯის საქმეზე ბრალდების მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამ წუთებში სხდომაზე დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი იკითხება , რომელიც დეტალურად იხსნებს თუ რა როლი ჰქონდათ ბრალდებულებს ქვეყნის პოზიციის ჩამოყალიბებაში. პროცესს ესწრებიან ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი. პროკურატურა დარწმუნებულია, რომ მოწმის ჩვენებით ბრალი კიდევ ერთხელ გამყარდება .
