თავდასხმა მონაზონზე - პროკურატურა 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს
პროკურატურა 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ძალადობის და ყაჩაღობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. გამოძიების ცნობით, 25 ნოემბერს, ეკლესიის საცხოვრებელში ორი ადამიანი მონაზონს თავს დაესხა და ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ჯგუფურად იძალადეს. ასევე, წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და უგონო მდგომარეობაში დატოვეს.
