ეროვნული სასახლის ახალი სიცოცხლე
ისტორია ჩვენი საქმეების საგანძურია, წარსულის მოწმე, გაკვეთილი აწმყოთვის და გაფრთხილება მომავლისთვის. ჩვენი ეროვნული სასახლე კი ზუსტად ამ ფუნქციის მატარებელი ძეგლია - ის არის ქვაში გამოკვეთილი მემატიანე. მის კედლებში დაიბადა ქართული რეპუბლიკა, ეროვნული საბჭო, საქართველოს კონსტიტუცია. მრავალი ღონისძიებისა და თუ ფაქტის მომსწრე შენობა არაერთი თაობის აღმზრდელი და საყვარელი ადგილია. ასეა დღესაც, როცა დედაქალაქის მერიის თაოსნობით, ძველი ტრადიციებისა და იაერსახის დაცვით ეროვნული სასახლე ახალ სიცოცხლეს იძენს. მასშტაბური სამუშაოების ერთი ნაწილი დასრულებულია. სრულად განახლებულ ისტორიულ შენობას 2024 წელს მივიღებთ, მანამდე კი სალომე შანშიაშვილი დაგვათვალიერებინებს რეკონსტრუირებულ და ისტორიულ ეროვნულ სასახლეს.
