სეზონური ვირუსები
ჩვენ ჯერ კიდევ პოსტ-პანდემიურ პერიოდში ვიმყოფებით, სულ რაღაც ერთი წლის წინ ასეთ დროს შეზღუდვებისა და უცნობი ვირუსისგან თავდაცვის რეჟიმში ვცხოვრობდით. მართალია, ყველაზე კოშმარული ორი წელი უკან მოვიტოვეთ, მაგრამ არ არის გასაკვირი, რომ განცდილი და განვლილი ნებისმიერი სახის ახალი ვირუსის მიმართ ახლა უკვე გაცილებით ყურადღებიანსა და სენსიტიურს გვხდის. ყველამ ვიცით, რომ დღეს რამდენიმე სახის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც მაღალი ტემპერატურითა და ხანგრძლივი სიმპტომებით ხასიათდება. განსაკუთრებით ის გავრცელებულია ბავშვებში და განსაკუთრებით საყურადღებოა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. რაც შეეხება გრიპს, გრიპის მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევა დაფიქსირდა. რომ არ მოხდეს მისი ფართოდ გავრცელება, სპეციალისტები პრევენციისთვის რა თქმა უნდა, ვაქცინაციას გვირჩევენ. ჩვენი კორეპონდენტი ხატია იობიძე უფრო დეტალურად გვიამბობს ამ თემაზე.
