ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძარცვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
70 წლის მონაზონს, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თბილისის კლინიკაში მკურნალობენ. სასულერო პირი ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოდან დედაქალაქში ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო გადმოიყვანეს. ცხრა-მუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძარცვის და გაუპატიურების ფაქტებზე 27 და 39 წლის წარულში ნასამართლევი მამაკაცები დააკავეს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
