პარლამენტის დელეგაცია ლისაბონში ქართულ დელეგაციას შეხვდა
პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია ლისაბონში ქართულ დიასპორას შეხვდა. ხელისუფლებამ ტრადიციად აქცია უცხო ქვეყნებში ვიზიტების დროს იქ მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა სლოგანით - ,,ძლიერი დიასპორა ძლიერი საქართველოსთვის“ . საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა დიასპორის წევრებს მათთვის არსებული პროგრამები და სერვისები გააცნეს და უთხრეს, რომ ხელისუფლება ემიგრანტებს ნებისმიერ საკითხში დაეხმარება.
