დეოლიგარქიზაციის კანონი
საქართველოს პარლამენტში ვენეციის კომისიიდან პასუხი მოვიდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარისგან ვიგებთ, პასუხში განმარტებულია, რომ უკრაინის კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ არ გაუწვევიათ, რომ მასზე მუშაობა გრძელდება და დასკვნა, კონკრეტული თარიღის გარეშე, მაგრამ 2023 წელს გამოქვეყნდება. ანალოგიური პასუხი რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოდან ქრონიკამაც მიიღო. ანუ, კითხვა: გაიწვიეს თუ არ გაიწვიეს კანონპროექტი, პასუხგაცემულია. სამაგიეროდ დღემდე არ გვაქვს განმარტება, რატომ შეიქმნა ამ საკითხის ირგვლივ გაუგებრობა? პარალელურად გრძელდება დისკუსია თემაზე, როგორი უნდა იყოს დეოლოგარქიზაციის კანონი. ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ ოპონენტებს ახლა პრიორიტეტი შეეცვალათ და თავდასხმის ნაცვლად თავდაცვის რეჟიმზე გადავიდნენ, ანუ ისეთი ვერსიის შექმნაზე, სადაც მათთვის სასურველ ოლიგარქებს კანონი დააზღვევს. გიორგი აბაზაძე გვიამბობს, რა ეტაპზეა ევერორეკომენდაციის მეხუთე პუნქტი საქართველოში?
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
