დაშლის პირას მყოფ „ნაცმოძრაობაში“ შიდა არჩევნებისთვის ემზადებიან
გაიყოფა თუ არა ნაციონალური მოძრაობა ახალი თავმჯდომარის არჩევნის შემდეგ - ეს მთავარი კითხვაა, რომელსაც ახლა პარტიაში მიმდინარე პროცესები აჩენს. ამ ფონზე კი, ნაციონალური მოძრაობა შიდა არჩევნებისთვის ემზადება. გადამწყვეტ ფაზაში შედის მერაბიშვილი - კეზერაშვილისა და ახალაია - მელიას კლანების დაპირისპირება. კანდიდატები ერთმანეთის პარალელურად საკუთარ მხარდამჭერებს ხვდებიან. რაც შეეხება პარტიის დაშლას, ამბობენ, რომ თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, ისინი შეძლებენ ერთმანეთს გამარჯვება მიულოცონ და პარტიაში მუშაობა გააგრძელონ. მმართველი პარტია კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთობის დაშლას სწორედ შიდა არჩევნების ჩატარების შემდეგ პროგნოზირებს.
