ილია დარჩიაშვილი ესპანელ კოლეგას შეხვდა
ესპანეთში ვიზიტისას ილია დარჩიაშვილი მის კოლეგას შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ყურადღება დაუთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობასა, და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას.
