კორონავირუსი ჩინეთში
მესამე დღეა, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი ფიქსირდება. ოფიციალური პეკინის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 35 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. 24 ნოემბერს ეს მაჩვენებელი 31 ათასს, 25 ნოემბერს კი 32 ათასს აღემატებოდა. დაავადება უმეტეს შემთხვევებში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
