საფრანგეთმა უკრაინას 100 მძლავრი გენერატორი გაუგზავნა
საფრანგეთმა უკრაინას 100 მძლავრი გენერატორი გაუგზავნა. ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია 50-100 კილოვატის სიმძლავრის გენერატორებზე. ერთ ასეთ გენერატორს ელექტროენერგიით ათობით ბინის უზრუნველყოფა შეუძლია. გენერატორები უკვე გზაშია და უკრაინის ხელისუფლებას უახლოეს დღეებში გადაეცემა.
