დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. თბილისში ჯერ მსჯელობენ რამდენად მიზანშეწონილია ქართული პროექტი ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის გაიგზავნოს - ეს შალვა პაპუაშვილმა თქვა . კანონპროექტის გადაგზავნის აუცილებლობას კი ვერ ხედავს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე . უკრაინულ მოდელზე შექმნილმა კანონპროექტმა საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენა უკვე გაიარა, ევროკომისრებს სურთ დაადგინონ, რამდენად მიიყვანს ქვეყანას ეს იურიდიული ინსტრუმენტი , ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებასთან.
