ცხრა-მუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძარცვის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს
ცხრა-მუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძარცვის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს. გამოძიების ცნობით წარულში ნასამართლევი 27 და 39 წლის მამაკაცები იღუმენიას და მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 70 წლის მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ჯერ ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში დააწვინეს, შემდეგ კი, მდგომარეობის სიმძიმის გამო, თბილისში გადამოიყვანეს. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც 70 წლის ქალის მიმართ ჯგუფურ ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს , დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
