„ტყე ჩემი მეგობარია“
კინოთეატრ „ამირანში“ ანიმაციური ფილმი, „ტყე ჩემი მეგობარია“ აჩვენეს. სამწუთიანი ანიმაცია კლასიკური იაპონური მანგას სტილშია გადაწყვეტილი. მასში მოთხრობილია ამბავი საკუთარი თავის ძიებაზე, ბრძოლასა და მეგობრობაზე. ფილმი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ტყის დაცვასა და მდგრად მართვას ემსახურება. ფილმის სკოლის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნახავენ.
