მამაკაცი რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა გარდაიცვალა
მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული. მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, მდგომარეობა იყო მძიმე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
