„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - რეგიონალური და ნაციონალური ტურნირი დაიწყო
„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - რეგიონალური და ნაციონალური ტურნირი დაიწყო. საგანმანათლებლო პროექტი კლიმატის ცვლილებების საკითხს შეეხება. პროექტის ფარგლებში არსებული დებატების კლუბების წევრებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გაიარეს სხვადასხვა თემები, რომლებიც მსოფლიოში გლობალურად შექმნილ პრობლემებს ეხება. პროექტი საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მონაწილეობას მასში, დებატების 60 კლუბის 500-ზე მეტი მოსწავლე იღებს.
