ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო ღონისძიებები, სლოგანით - "არა ქალზე ძალადობას!" .დღეს გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვვის მინისტრის მოადგილეებმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის, სამთავრობო სექტორის და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. უწყებებმა, წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომელთა მეშვეობითაც სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ამ სამინისტროების მუშაობის შესახებ.
