ქალთა ფონდმა „სოხუმმა“თერჯოლაში მომხდარი ფემიციდის შემზარავი ფაქტის საპროტესოდ მდუმარე აქცია გამართა
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“თერჯოლაში მომხდარი ფემიციდის შემზარავი ფაქტის საპროტესოდ მდუმარე აქცია გამართა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიას შუერთდა, რომლის სლოგანია: გავერთიანდეთ! აქტიურობა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შეწყვეტისთვის. ფონდის თანამშრომლების გარდა, აქციაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ახალგაზრდებმაც მიიღეს. ფონდის მიერ წარმოდგენილი იქნა თეატრალური პერფორმანსი ძალადობის პრევენციის თემაზე და დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.