არახამიას საიდუმლო შეხვედრა ვენაში
„უკრაინსკაია პრადას“ მტკიცებით, დავით არახამია ავსტრიის დედაქალაქში იმ უკრაინელ ოლიგრაქს შეხვდა, რომლის ექსტრადიციასაც შეერთებული შტატები ითხოვს. დმიტრო ფირტაშს შეერთებულ შტატებში 18 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის მიცემა ედება ბრალად. საქმე ეხება ინდოეთში ტიტანის მოპოვებაზე ლიცენზიის მიღებას. დავით არახამიამ გამოცემასთან აღიარა, რომ 9 დან 11 ნოემბრამდე, ვენაში იმყოფებოდა, ასევე ისიც, რომ ფირტაშს და მის მენეჯერს, ნამდვილად შეხვდა და საათნახევარი მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივებზე ესაუბრა. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი ტიტანის დარგთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების რეგულირებაც იყო. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს დმიტრო ფირტაშს უკრაინამ სანქციები დაუწესა. კიევის მტკიცებით, სანქციები უკავშირდებოდა ფირტაშის მონაწილეობას ტიტანის ბიზნესში, ასევე ნედლეულის მიწოდებას, რომელიც შემდგომ რუსეთის სამხედრო საწარმოებში ხვდებოდა.
