სააკაშვილი - გვარამიას შეწყალების საკითხი ისევ აქტუალურია
სააკაშვილი - გვარამიას შეწყალების საკითხი ისევ აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ცნობილია და არ აპირებს გადაწყვეტილების გადახედვას, პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი ამ თემით კვლავ აპელირებს და ღიად მოუწოდებს პრეზიდენტს, ორივე მსჯავრდებული შეიწყალოს. რადიკალურ ოპოზიციაში, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვრეებს გარეთ გაყვანას ითხოვენ, გვარამიას შეწყალებაზე კი ამბობენ, რომ ეს პროცესი, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე აისახება. ოპოზიც მეორე ნაწილი, მიიჩნევს რომ სალომე ზურაბიშვილი პოზიციას არ შეცვლის. კომენტარს თემაზე აკეტებს, ხალხის ძალაც, სადაც ამბობენ, რომ ზურაბიშვილმა პოზიციები შეარბილა, თუმცა მათ იმედი აქვთ რომ ის გავლენის ქვეშ არ მოექცევა. რაც შეეხება მმართველ გუნდს, აქ განმარტავენ, რომ შეწყალება პრეზ უფლებაა, თუმცა მან პატივი უნდა სცეს, ორეზიდენტის ინსტიტუტს, ქვეყნის კონსტიტუციას და საზოგადოების აზრს.
