საქართველოში რეგისტრირებულ ღვინოს „ასურეთულ შალას“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიენიჭა
საქართველოში რეგისტრირებულ ღვინოს „ასურეთულ შალას“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილება საქპატენტმა მიიღო. სტატუსი განსაზღვრავს პროდუქტის წარმომავლობასა და იმ მახასიათებლებს , რომლებიც წარმოშობის ადგილთანაა დაკავშირებული. ამ დროისთვის, „ასურეთულ შალასთან“ ერთად, საქართველოში დაცულია ჯამში 64 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება.
