მამაკაცი , რომელსაც მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა ედება ბრალად თერჯოლიდან ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
საზარელი მკვლელობა , თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. ყოფილმა ქმარმა ქალს ბენზინი გადაასხა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში ჩაკეტა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტის დროს მამაკაციც დაშავდა, მან სავარაუდოდ თავის დაწვა სცადა . გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს წარსულში კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი და ყოფილ მეუღლესთან მიახლოება ეკრძალებოდა.
