გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ წინსვლას, მიმდინარე პროექტებს და გამოწვევებს. შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და, ზოგადად, დარგობრივი განვითარება მეცნიერული კვლევების და ანალიზის გარეშე წარმოუდგენელია.
