ქვეყანაში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა
ქვეყანაში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა. სეზონურ ვირუსებთან ერთან, კვლავ ცირკულირებს კოვიდ 19-ც. გასულ წელთან შედარებით, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ვირუსული ინფექციების გავრცელება მომატებულია, თუმცა მედიკოსების თქმით, ამის მთავარი მიზეზი პირბადეების სავალდებულო ტარების მოხსნა და საზოგადოებაში მობილობის გაზრდაა. ექიმების ვარაუდით, გრიპის ვირუსის შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს.
