მკვლელობა თერჯოლაში
შემთხვევა თერჯოლაში ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა . ყოფილმა ქმარმა ქალს, ბენზინი გადაასხა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში ჩაკეტა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტის დროს მამაკაციც დაშავდა, მან თავის დაწვა სცადა , თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს წარსულში კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი და ყოფილ მეუღლესთან მიახლოება ეკრძალებოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები წუხელ გვიანობამდე მუშაობდნენ. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები
