პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი პორტუგალიაში
პორტუგალიაში ვიზიტის პირველ დღეს ქართველი კანონმდებლები ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს , ევროპასთან თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდნენ . დადასტურდა , რომ პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა თუ რას აკეთებს ქვეყანა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად .
