პრემიერ-მინისტრი თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა, რომელიც რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა
ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.
