"დიდი ბრიტანეთი საქართველოს გვერდით დგას..."- გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერილს უგზავნის
რიში სუნაკი რუსეთისაგან მომდინარე საფრთხის ფონზე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ადასტურებს. განსაკუთრებულად აღნიშნავს უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობას და აანონსებს უსაფრთხოების მიმართულებით პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას. წელს გაერთიკანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წელი გავიდა. რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის პოსტი 1 თვის წინ დაიკავა
