დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ირკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის
მივესალმები უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას. ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას. ურყევია გაერთიანებული სამეფოს, ისევე როგორც თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი - ამის შესახებ რიში სუნაკის წერილშია ნათქვამი.
