ავღანეთში, თორმეტი ადამიანი საფეხბურთო სტადიონზე, ათასობით მაყურებლის წინაშე გაამათრახეს
მათ შორის სამი ქალია. როგორც მოძრაობა „თალიბანმა“ „ბიბისის“ განუმარტა, ისინი მრუშობის, ქურდობისა და ჰომოსექსუალური კავშირებისთვის დასაჯეს. „თალიბანის“ პრესსპიკერმა განაცხადა, რომ საჯაროდ დასჯის შემდეგ სამივე ქალი გაათავისუფლეს, მამაკაცებიდან კი ნაწილი დააპატიმრეს.
