პროტესტი "აიფონის" ჩინურ საწარმოში
ჩინეთში, აიფონის მწარმოებელ უდიდეს საწარმოში საპროტესტო აქციებისა და არეულობის შემდეგ მწარმოებელმა ფირმამ თანამშრომლებს საგადასახადო სისტემაში ტექნიკური ხარვეზის გამო ბოდიში მოუხადა. საწარმოს თანამშრომლები რამდენიმე დღეა სახელფასო დანამატების დაგვიანებას აპროტესტებენ. ქარხანაში მომუშავეებმა დააზიანეს შენობის შიდა ინფრასტრუქტურა და კოვიდ-რეგულაციების აღმასრულებელ პირებსა და პოლიციას დაუპირისპირდნენ. უმსხვილეს ქარხანაში არეულობის გამო კომპანია ეფლი, აიფონ 14 ის მომხმარებლისთვის მიწოდებაში შეფერხებებს არ გამორიცხავს.
