სასტუმრო ,,ლეოგრანდში” მომხდარი ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 2017 წელს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. 20-ზე მეტი კი დაშავდა, მათ შორის, იყვნენ უცხოელი ტურისტებიც.