შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ექვსი ადამიანი, ერთი კი ამხილეს. დაკავებულებს სხვადასხვა ბრალდება აქვთ, მათ შორის საუბარია ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაზე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარებაზე. სხვადასხვა მოდელის პისტოლეტის, რევოლვერისა და ვაზნების გარდა, ჯამში ამოღებულია ექვსი ხელყუმბარა.
