პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე კომენტარი გააკეთა
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა სასამართლოში უნდა იყოს წარდგენილი და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სწორი გზა საზღვარგარეთ გადაყვანაა. დღეს სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ოფიციალურად მიმართა.
