ევროკავშირის ელჩის განცხადება
ევროკავშირის ელჩი ვენეციის კომისიასა და უკრაინის კანონზე კომენტარს არ აკეთებს. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ვენეციის კომისია სხვა ორგანიზაციაა და იქ მიმდინარე პროცესებზე ვერაფერს იტყვის, თუმცა ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. პაველ ჰერჩინსკი ასევე ამბობს, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება.
