კულტურის მინისტრის შეხვედრები ჰამბურგში
კულტურის, მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, როიალების მწარმოებელ, მსოფლიოში აღიარებულ კომპანია "სტეინვეი ენდ სანსში" იმყოფებოდა. მინისტრი ვიზიტის ფარგლებში კომპანიის პრეზიდენტს და რეგიონულ დირექტორს შეხვდა. თეა წულუკიანმა როიალების საწარმო და საქართველოსთვის განკუთვნილი რვა როიალი დაათვალიერა, რომლებიც ჰამბურგიდან, 25 ნოემბერს გამოიგზავნება და სახელმწიფო კონსერვატორია მათ 15 დეკემბრისთვის მიიღებს. მინისტრთან ერთად, მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაც იმყოფებოდა.
