„გამარჯობა, რუბის“ წიგნებით პროგრამირებას და კომპიუტერულ მეცნიერებებს, დამატებით 40 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები შეისწავლიან
„გამარჯობა, რუბის“ წიგნებით პროგრამირებას და კომპიუტერულ მეცნიერებებს დამატებით 40 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. კომუნიკაციების კომისია ფინურ წიგნებს „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“, რომლებიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად, სკოლებს უსასყიდლოდ გადასცემს.
